საწრეო პროგრამა


ქ. თბილისის # 76 საჯარო სკოლის საწრეო
 მუშაობის პროგრამა  
მათემატიკაში IV კლასელთათვის  

                                         წრის ხელმძღვანელი: ლალი მერკვილაძე

          საწრეო მუშაობის მიზანი: მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების  განვითარება, შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენა და განვითარება, ცოდნის გაღრმავება-გამოყენება.
           საწრეო მუშობის ხანგრძლივობ : 2017-2018 სასწავლი წლის II სემესტრი, 16 აკადემიური საათი.  თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა კვირაში ერთი აკადემიური საათი. საწრეო მუშაობის ზოგადი მიმოხილვა
            ყველა მოსწავლე უნიკალური და განსხვავებულია თავისი ინდივიდუალური, ფიზიკური და ფსიქიკური მახასიათებლებით, ნიჭით. დღეს უმთავრესი ამოცანაა აღსაზრდელებში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების დანერგვა . მე-4 კლასის მოსწავლეს აქვს ცოდნა აწარმოოს ლოგიკური ოპერაციები და მის საფუძველზე განივითაროს შემეცნებითი უნარები. ამ უნარების განვითარების მიზნით, გადავწყვიტე 2017-2018 სასწავლო წლის თებერვლიდან ჩამოვაყალიბო წრე მათემატიკაში, რომლის მუშაობის განმავლობაში გამოვიყენებ დამატებით სახელმძღვანელოებს და ჩავატარებ ტესტებს, სადაც გამოვლინდება საწრეო მუშაობის პერიოდში მიღებული ცოდნა.  დაგეგმილი აქტივობების შედეგად მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას და გავლენ ე.ს.გ.-ს სტანდარტების შედეგებზე.

·         ასახელებს რიცხვის ჩანაწერში თანრიგებში მდგომი ციფრების შესაბამის მნიშვნელობებს, წარმოადგენს რიცხვს სათანრიგო შესაკრებთა ჯამის სახით. 
        
            მათ. IV. 1.

·         ასრულებს შეკრება-გამოკლებას სხვადასხვა ხერხის გამოყენებით; კონკრეტული მაგალითისთვის ირჩევს უფრო ხელსაყრელს.
            მათ. IV. 2.

·         იყენებს წერით ალგორითმს რიცხვებზე გამრავლება-გაყოფის მოქმედებათა შესასრულებლად და განმარტავს გამოყენებულ ხერხს.


            მათ. II. 3.

·         იყენებს ნაშთით გაყოფას ზომის მოცემულ ერთეულში მონაცემის სხვა ერთეულით გამოსახვისას.                                                                      
            მათ. II. 5.


·         აგებს რეალური ვითარების ადეკვატურ შესაბამისობას ობიექტთა მოცემულ ორ ჯგუფს შორის და ცხრილის ან სქემის საშუალებით გამოსახავს მას.
            მათ. IV. 6.


·         ხსნის მარტივ პროპორციულ დამოკიდებულებასთან დაკავშირებულ ამოცანებს.
            მათ. IV. 7.

·         სივრცულ ფიგურაში უთითებს მოსაზღვრე/არამოსაზღვრე წახნაგებს, თანამკვეთ/ არათანამკვეთ წიბოებს.
            მათ. IV. 8.


თემა
მიზანი
აქტივობა
რესურსი
დრო
1.       რიცხვები და მოქმედებები
ლოგიკური აზროვნების, დაკვირვების, მსჯელობის უნარის განვითარება
კითხულობს. წერს. გამოთქვამს ვარაუდებს, აგრძელებს მიმდევრობას.
ზ. ვახანია
საყმაწვილო მათემატიკა(4- კლასი).გვ’14, 22. რვეული, დაფა, ცარცი.
13.02
2.       რიცხვები და მოქმედებები
მსჯელობისა და დაკვირვების უნარის განვითარება.
გამოთქვამს ვარაუდებს, ავსებს გამოტოვებულ უჯრებს, აგრძელებს მიმდევრობას.
ზ. ვახანია.
საყმაწვილო მათემატიკა (4-კლასი) გვ56. რვეული, დაფა, ცარცი.
20.02
3.       მათემატიკური პირამიდებ
ამოიცნოს უცნობი თანამამრავლი, გასაყოფი,  გამყოფი, განაყოფი.
ასახელებს უცნობ თანამამრავლს, გასყოფს, გამყოფს, განაყოფს. ავსებს ცარიელ უჯრებს.
ი. რუხაძე, ნ. ბაციკაძე. დამატებითი სავარჯიშოები მათემატიკაში (4-კლასი) გვ23,58. რვეული, დაფა, ცარცი.
27.02
4.       ლოგიკური ამოცანები
ლოგიკური აზროვნების განვითარება.
მსჯელობს, გამოთქვამს ვარაუდს, ასრულებს მათემატიკურ მოქმედებებს ამოცანის ამოსახსნელად.
ზ. ვახანია.
 საყმაწვილო მათემატიკა (4-კლასი)გვ66,67. რვეული, დაფა, ცარცი.
6.03
   5. მათემატიკური                 ცხრილები
დაკვირვების, მსჯელობის ლოგიკური აზროვნების უნარის განვითარება.
ავსებს მათემატიკურ ცხრილებს
თ. ბექაურის, ა. საგინაშვილის სახელმძღვანელო                            (4-კლასი). გვ95, 96. რვეულები, დაფა, ცარცი.
20.03
6. ამოცანები ზოგადი უნარების განვითარებისთვის.
ლოგიკური აზროვნების განვითარება.
მსჯელობს, გამოთქვამს ვარაუდებს.
„ევერესტის“ ამოცანათა კრებული,გვ59- 65 რვეულები, დაფა, ცარცი, კალმები.
27.03
7. ტესტი
მსჯელობის ლოგიკურის აზროვნების, დამოუკიდებლად მუშაობის უნარის განვითარება.
ასრულებს მოცემულ დავალებებს.
ტესტები, კალმები, ფანქრები.
03.04
8. ლოგიკური ამოცანები
ლოგიკური აზროვნების განვითარება.
მსჯელობს, გამოთქვამს ვარაუდს, ასრულებს მათემატიკურ მოქმედებებს ამოცანის ამოსახსნელად.
„ევერესტის“ ამოცანათა კრებული,გვ66-70 რვეულები, დაფა, ცარცი, კალმები.
17.04
9. სახალისო მათემატიკა
ყურადღების, დაკვირვების მსჯელობის უნარის განვითარება.
გამოთქვამს ვარაუდს, მსჯელობს, ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას.
თ. ბექაურის, ა. საგინაშვილის მათემატიკის სახელმძღვანელო              (4-კლასი).გვ137
24.04
10. გეომეტრიული ფიგურები
დაკვირვების უნარის განვითარება.
ამოიცნობს სივრცულ ფიგურებს და ითვლის თანამკვეთ და არათანამკვეთ წიბოებსა და წახნაგებს.
თ. ბექაურის, ა. საგინაშვილის მათემატიკის სახელმძღვანელო              (4-კლასი).გვ133, 135
01.05
11. ამოცანები ზოგადი უნარების გასავითარებლად
მოსწავლეებისთვის საჭირო ზოგადი უნარ-ჩვევების, ლოგიკური აზროვნების განვითარება.
მსჯელობს, გამოთქვამს ვარაუდებს
ზ. ვახანია.
 საყმაწვილო მათემატიკა (4-კლასი) გვ140,141. რვეული, დაფა, ცარცი.
08.05
12. მოისაზრე
ლოგიკური აზროვნების, ყურადღების, მსჯელობის უნარის განვითარება.
მსჯელობს, ასაბუთებს გამოთქმულ ვარაუდებს.
ი. რუხაძე, ნ. ბაციკაძე „დამატებითი სავარჯიშოები მათემატიკაში (4-კლასი)“გვ95
15.05
13.ტესტი
მსჯელობის ლოგიკურის აზროვნების, დამოუკიდებლად მუშაობის უნარის განვითარება.
ასრულებს მოცემულ დავალებებს.
ტესტები, კალმები, ფანქრები.
22.05
14.ლოგიკური ამოცანები
ლოგიკური აზროვნების განვითარება.
მსჯელობს, გამოთქვამს ვარაუდს, ასრულებს მათემატიკურ მოქმედებებს ამოცანის ამოსახსნელად.
„ევერესტის“ ამოცანათა კრებული,გვ71-75 რვეულები, დაფა, ცარცი, კალმები.
29.05
15. ლოგიკური ამოცანები
ლოგიკურად აზროვნების უნარის განვითარება.
 ამოცანის ამოსახსნელად ასრულებს საჭირო მათემატიკურ მოქმედებებს
„ევერესტის“ ამოცანათა კრებული,გვ80-85 რვეულები, დაფა, ცარცი, კალმები.
5.06
16. ტესტი
მსჯელობის ლოგიკურის აზროვნების, დამოუკიდებლად მუშაობის უნარის განვითარება.
ასრულებს მოცემულ დავალებებს.
ტესტები, კალმები, ფანქრები.
12.06


სკოლის დირექტორი:                                                                         | ნათია სებისკვერაძე |


Комментариев нет:

Отправить комментарий